Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 361 ლარი და 20 თეთრია


361 ლარი და 20 თეთრი - საქსტატის მონაცემებით, ასეთია ხუთსულიანი ოჯახის ერთი თვის საარსებო მინიმუმი.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა განახლებული ინფორმაცია 2019 წლის მარტის თვის საარსებო მინიმუმის შესახებ.

ამავე მონაცემების მიხედვით, ექვს და მეტსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 427 ლარია.

შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი თვეში 181 ლარი და 20 თეთრია. წინა თვესთან შედარებით, ეს მონაცემი 2 ლარითა და 10 თეთრით მეტია. წინა წლის იმავე პერიოდში საარსებო მინიმუმი, საქსტატის განმარტებით, 176 ლარი და 90 თეთრი იყო.

ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი საქსტატის მიხედვით, 256 ლარი და 80 თეთრია, სამსულიანის - 288 ლარი და 90 თეთრი, ოთხსულიანის კი - 321 ლარი.

საარსებო მინიმუმში გათვალისწინებული არ არის კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტის და სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯები. მოქმედი სისტემა მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით:

„2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG