Accessibility links

site logo site logo

ქართველმა მოჭიდავეებმა ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატზე


ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობამდე რუმინეთში ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები თავისუფალ და ქალთა ჭიდაობებშიც გამოვლინდნენ

ბუქარესტში დასრულდა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატი ჭიდაობაში. ერთკვირიანი შეჯიბრების ბოლო სამი დღე ხალიჩები თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმოთ.

მედლები ათ წონით კატეგორიაში გათამაშდა და ორში ფინალში საქართველოს ნაკრების წევრები გავიდნენ. გადამწყვეტი შეხვედრა ორივემ წააგო - ლაშა გობაძე 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაეუფლა ვერცხლის მედალს, ხოლო იაკობ ქაჯაია - 130 კილოგრამში. ლევან ქავჟარაძემ (63 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები ოცდათოთხმეტი ქვეყნის ნაკრებს შორის მეოთხე ადგილზე გავიდა.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობამდე რუმინეთში ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები თავისუფალ და ქალთა ჭიდაობებშიც გამოვლინდნენ. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ათკაციანმა გუნდმა ექვსი მედალი მოიპოვა - ორი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო. ქალთა კონკურენციაში კი ერთადერთი ქართველი მოჭიდავე ქალი ჩაება და უმედლოდ დარჩა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG