Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები შესაძლოა, ვიდეოჯარიმებითაც დააკლდეს


2019 წლის მიწურულისთვის, შესაძლოა, მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები ვიდეოჯარიმებითაც დააკლდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე მზადაა ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული სამართალდარღვევა, მართვის მოწმობაზე მიბმულ ქულათა სისტემაზეც აისახება.

შს მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ქულები მართვის მოწმობაზე იმ პირს ჩამოაკლდება, ვის სახელზეც იქნება რეგისტრირებული ავტომობილი:

„მფლობელი რომ აძლევს მანქანას ვიღაცას, პასუხისმგებლობაც მას ეკისრება. ჩვენ უკვე მომზადებული გვაქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომელიც უკვე განვიხილეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ისინი მხარს გვიჭერენ. გვინდა ეს ცვლილებები უახლოეს მომავალში მთავრობას წარვუდგინოთ. ჩვენი სურვილია, რომ სიახლე უკვე წელს ავამოქმედოთ,“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

2017 წლის პირველი ივლისიდან საქართველოში მოქმედებს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, მძღოლების კუთვნილ მართვის მოწმობებზე დარიცხულია 100 ქულა. საგზაო წესის დარღვევისას მძღოლებს ქულები აკლდებათ. ქულების განულების შემთხვევაში, მართვის მოწმობის მფლობელს ავტომობილის მართვის უფლება 1 წლით შეუჩერდება. მან უნდა ხელახლა ჩააბაროს მართვის უფლების მისაღები გამოცდა, რისი შანსიც ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მიეცემა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG