Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლო ფარული მეთვალყურეობის საქმეს განიხილავს


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს პარლამენტის წინააღმდეგ სახალხო დამცველის და მოქალაქეების ავთანდილ ბარამიძის, გივი მითაიშვილის, ნუგზარ სოლომონიძის და სხვათა სარჩელს, რომელიც უკავშირდება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ ფარული მეთვალყურეობის განხორციელების უფლებამოსილებას.

ამ მიზნით სააგენტოს აქვს შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობები და მინიჭებული აქვს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და მონაცემთა ცენტრალური ბანკის შექმნის უფლებამოსილება.

მოსარჩელეთა მტკიცებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისთვის სატელეფონო და ინტერნეტკომუნიკაციაზე პირდაპირი წვდომა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და შენახვის შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს მსგავსი მონაცემების შეგროვებით პროფესიულად დაინტერესებულ ორგანოს.

მოსარჩელეთა შეფასებით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო მისი ინსტიტუციური მოწყობის, დაკომპლექტების წესისა და ფუნქციების გათვალისწინებით სწორედ ასეთი, პროფესიულად დაინტერესებული უწყებააა.

მოსარჩელეთა აზრით, სააგენტოს საქმიანობაზე არ ხორციელდება ეფექტური გარე კონტროლი, რის გამოც არსებობს მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე ფარული მეთვალყურეობის თვითნებურად განხორციელების რეალური საფრთხე და ეს ყველაფერი იწვევს პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების დარღვევას.

საქმეს 16 და 17 აპრილს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG