Accessibility links

site logo site logo

მერკელს მოუწოდებენ, ყირგიზ ლიდერთან შეხვედრისას წამოჭრას ადამიანის უფლებათა საკითხი


ბერლინი, 2019 წლის 16 აპრილი: გერმანიისა და ყირგიზეთის პრეზიდენტები, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი (მარჯვნივ) და სურონბაი ჯინბეკოვი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სამშაბათს ბერლინში ხვდება ყირგიზეთის პრეზიდენტ სურონბაი ჯინბეკოვს, რის ფონსაც ქმნის აქტივისტების მოწოდება, რომ კანცლერმა წამოჭრას ყირგიზეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის პრობლემა.

ჯინბეკოვი პირველად ეწვია გერმანიას 2017 წელს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. მას სურს ბერლინისაგან მეტი დახმარების მოპოვება თავისი ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის.

უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩმა“ 12 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომლითაც მერკელს მოუწოდებს, ჯინბეკოვთან შეხვედრისას წამოჭრას ადამიანის უფლებათა დარღვევის პრობლემა.

განცხადებაში საუბარია აგრეთვე „დადებით ნაბიჯებზე“, რის მაგალითადაც მოჰყავთ „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონპროექტის უარყოფა ყირგიზეთის პარლამენტში.

„ჰიუმან რაითს უოჩი“ ყურადღებას ამახვილებს უფლებადამცველ აზიმონ ასკაროვზე, რომელსაც, უფლებადამცველთა შეფასებით, გაუმართლებლად მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა სამხრეთ ყირგიზეთში 2010 წლის იავნისში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის შემდეგ.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 2016 წელს დაადგინა, რომ ასკაროვი, რომელიც ახლა 70 წლისაა, თვითნებურად დააკავეს და აწამეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG