Accessibility links

site logo site logo

საარბიტრაჟო სასამართლო: რუსეთმა „უკრნაფტას“ უნდა აუნაზღაუროს 50 მლნ დოლარის ზარალი


2017 წლის 4 აგვისტო: ბენზინგასამართი სადგური ყირიმში

საერთაშორისო საარბიტრაჟიო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა 50 მილიონ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს სააქციო საზოგადოება „უკრნაფტას“ ყირიმის ანექსიის შემდეგ ამ კომპანიის ქონების ნაციონალიზაციისათვის.

გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის კომპანიას უნდა აუნაზღაუროს სასამართლოს ხარჯები 3,5 მლნ დოლარის ოდენობით და 2014 წლის 22 აპრილიდან დაგროვილი პროცენტები 5,5 მილიონი დოლარის ოდენობით.

„უკრნაფტამ“ რუსეთს უჩივლა მას შემდეგ, რაც ყირიმის ანექსიის გამო დაკარგა 16 ავტოგასამართი სადგური ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე. თავის საჩივარში კომპანია ეყრდნობოდა უკრაინისა და მთავრობის 1998 წლის შეთანხმებას ინვესტიციების ურთიერთდაცვის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG