Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკისა და პოროშენკოს გუნდები შეთანხმდნენ დებატების სტადიონზე 19 აპრილს გამართვის შესახებ


უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატების, ვლადიმირ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს გუნდებმა სამშაბათს ხელი მოაწერეს შეთანხმებას 19 აპრილს კიევის სტადიონზე დებატების გამართვის შესახებ.

ამის შესახებ აცხადებს პოროშენკოს შტაბის წევრი ოლეგ მედვედევი. მისი სიტყვებით, ხელმოწერილი დოკუმენტი ითვალისწინებს 19 აპრილის საღამოს სტადიონის დაქირავებას.

მედვედევის თანახმად, ჯერ კიდევ გრძელდება მოლაპარაკება დებატების უსაფრთხოებისა და რეგლამენტის შესახებ. როგორც ის აღნიშნავს, პრეზიდენტი პოროშენკო საგნობრივ დისკუსიას ემხრობა, ხოლო მისი ოპონენტი - დებატებს შოუს ფორმატში.

ჯერ არ უთქვამთ, რომელ საათზე დაიწყება დებატები.

არჩევნების პირველ ტურში ზელენსკიმ მოაგროვა ხმების, დაახლოებით, 30%, ხოლო პოროშენკომ 15%.

მეორე ტურის წინ დებატების სტადიონზე გამართვა იყო ზელენსკის ინიციატივა, რომელსაც პოროშენკო დათანხმდა. მაგრამ მხარეები თავდაპირველად ვერ შეთანხმდნენ თარიღზე, რის გამოც პოროშენკო 14 აპრილს ზელენსკის გარეშე მივიდა სტადიონზე. იქ მან ჩაატარა პრესკონფერენცია და შეხვედრა მხარდამჭერებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG