Accessibility links

site logo site logo

კირილ სერებრენიკოვს ორი პრემია ერგო რუსეთში „ოქროს ნიღბით“ დაჯილდოვებაზე


რუსეთის თეატრალური პრემიით, „ოქროს ნიღბით“ დაჯილდოვებაზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა რეჟისორმა კირილ სერებრენიკოვმა, რომელსაც წაყენებული აქვს ფულის გაფლანგვის ბრალდება.

16 აპრილს მას მიენიჭა „ოქროს ნიღაბი“ საუკეთესო საბალეტო სპექტაკლად აღიარებული „ნურეევისათვის“. დადგმის ქორეოგრაფი იური პოსოხოვი საუკეთესო ბალეტმაისტერად გამოცხადდა.

სერებრენიკოს მიენიჭა ასევე საუკეთესო რეჟისორის პრემია სპექტაკლისათვის „მცირე ტრაგედიები“.

მეშვიდე სტუდიის“ მხატვრული ხელმძღვანელი, კირილ სერებრენიკოვი, ერთი კვირის წინ, 8 აპრილს გაათავისუფლეს შინაპატიმრობიდან. ის 2017 წლის აგვისტოში დააპატიმრეს, რასაც მოჰყვა მწვავე საერთაშორისო კრიტიკა და განცხადებები, რომ რუსეთის მთავრობა მიზანში იღებს კულტურის სფეროს მის მიერ ათვალწუნებულ წარმომადგენლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG