Accessibility links

site logo site logo

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“: საქართველომ ერთი პოზიციით გაიუმჯობესა მდგომარეობა


საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2019 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველომ 180 ქვეყანას შორის მე-60 ადგილი დაიკავა. 2018 წელთან შედარებით ქვეყანამ ერთი პოზიციით გაიუმჯობესა მდგომარეობა. 2019 წლის პრესის თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველოს 28, 98 ქულა მიენიჭა.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს შეფასებით, საქართველოში მედიაგარემო პლურალისტურია, თუმცა ძალიან პოლარიზებული. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ბოლო წლების რეფორმებმა მედიამფლობელების გამჭვირვალობისა და სატელიტური ტელევიზიების პლურალიზმის უზრუნველყოფის მიმართულებით ვითარება გააუმჯობესა, თუმცა მედიასაშუალებების მფლობელები ხშირად მაინც ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში. ანგარიშში აღნიშნულია ასევე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე სასამართლო დავის დიდი გავლენის შესახებ.

საქართველოში პრესის თავისუფლების მდგომარეობის შეფასებისას ანგარიშის ავტორები მიუთითებენ ქვეყანაში ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევების რიცხვის შემცირებაზე, თუმცა აღნიშნავენ, რომ არის მუქარა. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმის გამოძიებას ჯერ დამაჯერებელი შედეგები არ მოუტანია.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2019 წლის რეიტინგში მესამე წელია პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს. მას მოჰყვებიან ნიდერლანდები და ფინეთი. 2019 წლის მონაცემებით ქვეყანაში პრესის თავისუფლების მდგომარეობით ყველაზე ცუდი შედეგები აჩვენეს თურქმენეთმა, ჩრდილოეთ კორეამ და ერითრეამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG