Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ბოლო გამოკითხვის შედეგებით, ზელენსკი აშკარა ფავორიტის როლშია


უკრაინაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, პრეზიდენტობის ორ კანდიდატს შორის დამაჯერებლად ლიდერობს კომიკოსი და პოლიტიკური დებიუტანტი, ვლადიმირ ზელენსკი.

ზელენსკის მხარს უჭერს გამოკითხულების 57,9%, ხოლო მის მეტოქეს, მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს - 21,7%.

ეს ინფორმაცია 18 აპრილს გამოაქვეყნა კვლევითმა ცენტრმა „რეიტინგმა“ მას შემდეგ, რაც 12-16 აპრილს გამოკითხა 3000 ამომრჩეველი უკრაინის ყველა რეგიონში, ყირიმის გარდა.

საზოგადოებრივი აზრის უახლესი გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა ზელენსკისა და პოროშენკოს საჯარო დებატებამდე ერთი დღით ადრე.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის ინფორმაციით, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც 19 აპრილს დებატები უნდა გაიმართოს, მოელიან, რომ 60 ათასამდე ადამიანი შეიკრიბება. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG