Accessibility links

site logo site logo

ლეილა მუსტაფაევა: აფგან მუხთარლის ჯანმრთელობა გაუარესებულია


აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა სოციალურ ქსელში წერს, ბაქოს ციხეში მყოფი მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. და რომ ის ამ დრომდე არ მოუნახულებია ციხის ექიმს.

ლეილა მუსტაფაევა წერს, რომ აფგან მუხთარლის აწუხებს მაღალი წნევა, დაეწყო თვალების ტკივილი, მას აქვს დიაბეტი.

აფგან მუხთარლი უცნობმა პირებმა თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაიატაცეს. მოგვიანებით ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ბოლოს კი ბაქოს ციხეში აღმოჩნდა.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან ძალადობის მუხლებით.

მას 6 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG