Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში შემცირებულია სამოქალაქო მსხვერპლის რიცხვი. კოალიციის ძალებზე მეტი მოდის, ვიდრე თალიბანზე


გაეროს ანგარიშის თანახმად, მას შემდეგ, რაც 2009 წელს გაერომ სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის აღრიცხვა დაიწყო, სამთვიან პერიოდში აშშ-ის და ავღანეთის მთავრობის ძალებზე მოდის მეტი სამოქალაქო მსხვერპლი, ვიდრე, ვიდრე თალიბანსა და სხვა ექსტრემისტებზე.

გაეროს დახმარების მისია ავღანეთში (UNAMA) ამბობს, რომ სამოქალაქო პირს შორის მსხვერპლი თითქმის 25 პროცენტითაა შემცირებული 2019 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საერთო ჯამში მოკლულია 581 სამოქალაქო პირი და დაიჭრა 1192. თუკი დაღუპული და დაჭრილი სამოქალაქო პირების რაოდენობას ერთიანად განვიხილავთ - აცხადებს გაეროს მისია - მაშინ თალიბანის და სხვა ექსტრემისტების მიერ გამოწვეული მსხვერპლი უფრო მეტი იქნება, ვიდრე მთავრობის მომზრე ძალების.

"ყოველდღიურად სამოქალაქო პირების შოკისმომგვრელი რაოდენობა იხოცება და სახიჩრდება" - ამბობს UNAMA-ს ხელმძღვანელი, ტადამიჩი იამამოტო. მისი თქმით, ექსტრემისტებმა უნდა შეწყვიტონ სამოქალაქო პირების მიზანში ამოღება და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენება, მთავრობის მომხრე ძალებმა კი სამოქალაქო მსხვერპლი უნდა შეამცირონ საჰაერო თავდასხმების და ჩხრეკის ოპერაციების დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG