Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიის სასაზღვრო პოლიცია უარყოფს ცნობებს, რომ მიგრანტებს გალიებში ათავსებს


ბოსნიის სასაზღვრო პოლიციამ უარყო ცნობები მიგრანტებთან ცუდად მოპყრობის შესახებ, მას შემდეგ, რაც აქტივისტებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელიც, მისი თქმით, აჩვენებს, რომ მიგრანტებს, მათ შორის ბავშვებს, გალიებში ათავსებენ.

23 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში პოლიცია ამბობს, რომ ვიდეო შეცდომაში შემყვანია, რადგან კლობუკის სასაზღვრო პუნქტზე არსებული ობიექტი ერთადერთი დროებითი დაკავების ცენტრია უკანონო მიგრანტებისთვის. "ბოსნიის და ჰერცეგოვინის სასაზღვრო პოლიცია უარყოფს მიგრანტებისადმი არაჰუმანურ მოპყრობას კლობუკში" - ამბობს პოლიცია განცხადებაში. "ეს ობიექტი განსაზღვრულია მოკლევადიანი დაკავებისთვის, მაქსიმუმ ექვს საათამდე, და მიგრანტებს იქ ორ საათზე მეტი არ გაუტარებიათ".

ერაყელი მიგრანტების, მათ შორის ხუთი ბავშვის ვიდეო 23 აპრილს გაავრცელა მიგრანტების მხარდამჭერმა აქტივისტურმა ჯგუფმა. პოლიციის თქმით, ცენტრი, რომელმაც ევროკავშირისგან მიიღო დაფინანსება, არ წარმოადგენს "კლასიკურ" შენობას და ამდენად არ აქვს ჩვეულებრივი კედლები, ის ღობის მსგავსი გამყოფებითაა გადატიხრული. ცენტრი მდებარეობს ჩერნოგორიასთან საზღვარზე და წარმოადგენს დროებით გასაჩერებელ ადგილს უკანონო მიგრანტებისთვის, მათ დეპორტაციამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG