Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია დედაქალაქში საბაგიროების აშენებას გეგმავს


თბილის მერმა კახა კალაძემ 24 აპრილს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში საბაგიროების მშენებლობა იწყება.

დაგეგმილია პროექტის განხორციელება სამი მიმართულებით - სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათას მთა.

თუმცა, რომელი იქნება პირველი, ეს 5 თვეში, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შემდეგ გადაწყდება, რაშიც 750 000 ლარი დაიხარჯება.

„სამივე მიმართულებით ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება და დარწმუნებული ვარ, საბაგიროს პროექტების განხორციელების შემთხვევაში, მოსახლეობისთვის ეს იქნება გადაადგილების ისეთი შესაძლებლობა, როგორც მეტრო, ავტობუსები, მიკროავტობუსებია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG