Accessibility links

site logo site logo

IDFI ითხოვს არქივებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არქივებზე წვდომის გაუმჯობესების საკითხს საკანონმდებლო დონეზე აყენებს. ორგანიზაციამ მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მკვლევრებს უნდა გაუმარტივდეთ არქივებზე წვდომა. წინადადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს უკვე გადაეცა განსახილველად.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, გიორგი კლდიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ საკანონმდებლო წინადადება შეეხება არქივებში დაშვების და დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, რაც ამ ეტაპზე შეზღუდულია.

ორგანიზაცია მზად არის ჩაერთოს ინიციატივის პარლამენტში განხილვის პროოცესში.

"პრობლემები არსებობს და მათი გადაჭრა შესაძლებელია. ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მეტად გააუმჯობესებს არქივში მკვლევართა მუშაობას, ასევე დოკუმენტების ხელმისაწვდომობას. დღეს არსებობს გარკვეული დაბრკოლებები, რომელიც სტანდარტს არ შეესაბამება".

2019 წლის თებერვალში სასამართლოში სარჩელიც შევიდა ეროვნული არქივის წინააღმდეგ. მისი ავტორი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია იყო, რომლის მკვლევარს, ირაკლი ხვადაგიანს, უარი უთხრეს საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საქმეების კატალოგის გაცნობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG