Accessibility links

ნინო სალუქვაძემ ზედიზედ მეცხრედ მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ლიცენზია


ტყვიის სროლაში 1988 წლის ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ნორმატივი შეასრულა. 50 წლის სპორტსმენი საქართველოში პირველია, ვინც მომავალი ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა.

პეკინში მიმდინარე მსოფლიოს თასზე სალუქვაძე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ფინალში გავიდა. საბოლოოდ კი მეხუთე ადგილი დაიკავა, რაც ლიცენზიის გასანაღდებლად საკმარისი აღმოჩნდა.

ნინო სალუქვაძეს 1988 წლიდან მოყოლებული, არც ერთი ოლიმპიური თამაშები არ გამოუტოვებია. ტოკიო 2020 მისთვის მეცხრე ოლიმპიადა იქნება, რაც ქალ სპორტსმენთა შორის მსოფლიოს სარეკორდო მაჩვენებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG