Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერხოვნა რადამ მიიღო კანონი უკრაინული ენის შესახებ


მხარადამჭერი აქცია პარლამენტის წინ
მხარადამჭერი აქცია პარლამენტის წინ

25 აპრილს, უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ "ვერხოვნა რადამ", უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს, „უკრაინული ენის, როგორც სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ“, რომლის განხილვა ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 278 -მა დეპუტატმა. მთელი შემადგენლობით წინააღმდეგ მისცა ხმა დადგენილებას "ოპოზიციურმა ბლოკმა".

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული ენის შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა უგულებელყვეს რამდენიმე დეპუტატთა ჯგუფმა: „ხალხის ნებამ“, „აღორძინებამ“ და „ლიაშკოს რადიკალურმა პარტიამ“.

კანონი, მისი ავტორების აზრით, „უზრუნველყოფს“ უკრაინულისათვის ოფიციალური „სახელმწიფო ენის“ სტატუსს. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ „უკრაინული ენაა ერთადერთი ოფიციალური ენა უკრაინაში“.

მასშივე ნათქვამია, რომ სახელმწიფო ენად სხვა ენების შემოღების „მცდელობები“ განხილული იქნება „კონსტიტუციური წყობის ძალით შეცვლის“ მცდელობად. კანონპროექტი განსაზღვრავს ენობრივ კვოტებს სახელმწიფო და კერძო ტელემაუწყებლებისათვის და დაადგენს, რომ ბეჭდვით მედიაში ტექსტის ნახევარი მაინც უნდა იყოს უკრაინულ ენაზე.

პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ნათქვამი აქვს, რომ ხელს მოაწერს კანონპროექტს ივნისის დასაწყისში თავისი პოსტის დატოვებამდე, რის შედეგადაც ის კანონად იქცევა.

დილიდან პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა ასობით ადამიანი. ხოლო კენჭისყრას „ვერხოვნა რადის“ სხდომათა დარბაზში ესწრებოდნენ უკრაინის მესამე პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG