Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიიდან ქართველი მეზღვაურების დაბრუნებას დღეს ელოდებიან


მეზღვაურები რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე ლიბიიდან საქართველოში დღეს, გვიან საღამოს დაბრუნდებიან. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოზე დაყრდნობით.

თურქული გემის ეკიპაჟის წევრებს, მათ შორის ტაკიძეს და კეკელიძეს ლიბიის ტერიტორიის დატოვება აკრძალული ჰქონდათ 2019 წლის იანვრიდან, როცა გარდაცვლილი იპოვეს ამავე გემის მეზღვაური, 23 წლის დავით რაზმაძე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 25 აპრილს განაცხადეს, რომ ლიბიაში დარჩენილ ქართველ მეზღვაურებს ადგილობრივმა სამართალდამცავებმა გამოძიების ფარგლებში დადგენილი შეზღუდვა მოუხსნეს.

რაც შეხეება დავით რაზმაძის გარდაცვალებას, გამოძიების შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

ქართველი მეზღვაურის ცხედარი სამშობლოში 5 მარტს გადაასვენეს. ოჯახი ვარაუდობს, რომ დავით რაზმაძე მოკლულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG