Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძე: დავით გარეჯთან დაკავშირებული პრობლემა გადაწყვეტილია


ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინტენსიური კომუნიკაციით კარგად იმუშავა და ამ დროისთვის დავით გარეჯთან დაკავშირებული პრობლემა ამ ეტაპზე გადაწყვეტილია:

„თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა ამოწურულია. შესაბამისმა კომისიამ, რომელიც დელიმიტაციის საკითხზე მუშაობს, მუშაობა უნდა გააგრძელოს და ამ მუშაობის შედეგი მალე უნდა ვნახოთ. ამ კომისიების მუშაობა არის გამოსავალი, რათა სამომავლოდ ასეთი ცუდი შემთხვევების პრევენცია მოხდეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, სამი დღის განმავლობაში აზერბაიჯანელებს უდაბნოს მონასტერი გადაკეტილი ჰქონდათ და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებდნენ.

ამ დროისათვის დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი მონაკვეთი, რომელიც აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ჰქონდათ გადაკეტილი, გახსნილია. დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონმა განცხადებით, მომლოცველებს, ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს მონასტრამდე გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG