Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დაიწყო გამოძიება „დრუჟბაში“ ნავთობის დაბინძურების მიზეზის დასადგენად


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა ენერგეტიკისა და ვაჭრობის სამინისტროებს შვიდი დღეს მისცა მილსადენ „დრუჟბაში“ ნავთობის ხარისხის გაუარესების მიზეზის გამოსაძიებლად.

დაბინძურების გამო შეწყვეტილია ევროპაში ნავთობის ექსპორტი ამ, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის, მილსადენით.

რუსეთის მთავრობის 27 აპრილის განცხადებით, გამოძიების შედეგები გადაეგზავნება რუსეთის გენერალურ პროკურატურას.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 27 აპრილს პეკინში თქვა, რომ გამოძიება, პირველ რიგში, უნდა ჩაატაროს რუსეთის სახელმწიფო კომპანია „ტრანსნეფტმა“, რომელიც „დრუჟბის“ ოპერატორია.

ამასთან პუტინმა დაადასტურა, რომ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას ესაუბრა „დრუჟბით“ ევროპაში რუსეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერებაზე ნედლეულის ხარისხის გაუარესების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG