Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა გააკრიტიკა საფრანგეთი სომეხთა გენოციდის ოფიციალური აღნიშვნისთვის


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მისი ფრანგი კოლეგა, ამჯერად საფრანგეთის მიერ სომეხთა გენოციდის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების სახელმწიფო დონეზე პირველად აღნიშვნის გამო.

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თებერვალში მიიღო გადაწყვეტილება, რათა ოფიციალურად აღენიშნათ პირველი მსოფლიო ომის დროს ოტომანთა იმპერიაში სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტვის წლისთავი. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, 24 აპრილს საფრანგეთში პირველად აღინიშნა „სომეხთა გენოციდის ხსოვნის სახელმწიფო დღე“ .

ერდოანმა წარსულში არაერთხელ გააკრიტიკა საფრანგეთი სომეხთა გენოციდის აღნიშვნის გამო და განაცხადა, რომ მაკრონს სჯობს შეისწავლოს ფრანგი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები აფრიკასა და სხვა ქვეყნებში.

27 აპრილს ერდოანის სამიზნე კვლავ გახდა ემანუელ მაკრონი, რომელიც, თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ეპირფერება ქვეყნაში მცხოვრებ მრავალრიცხოვან სომხურ მოსახლეობას.

„საფრანგეთში მცხოვრები 700 ათასი სომხისთვის მესიჯის გაგზავნა ვერ გიშველით, მონსენიორ მაკრონ“, - განაცხადა ერდოანმა მმართველის პარტიის შეკრებაზე.

მსოფლიოს დაახლოებით ქვეყანამ გენოციდად აღიარა, ოტომანთა იმპერიაში 1915 წელს დაწყებული სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტვა, რომლის დროსაც დაახლოებით 1,5 მილიონი ეთნიკური სომეხი დახოცეს.

ანკარა მრავალი წელია უარყოფს გენოციდის ფაქტს და აცხადებს, რომ მსხვერპლი, რომელიც ორმხრივად იყო, პირველი მსოფლიო ომის ქაოსით იყო გამოწვეული.

სომხები გენოციდის ხსოვნის დღეს 24 აპრილს აღნიშნავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG