Accessibility links

site logo site logo

მერკელი და მაკრონი ბერლინში რეგიონულ სამიტს უმასპინძლებენ სერბეთ-კოსოვოს მოლაპარაკებათა გასაახლებლად


საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანულ მაკრონი და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ბერლინში მასპინძლობენ რეგიონულ სამიტს, რომლის მიზანია განახლდეს დიალოგი სერბეთსა და მის ყოფილ ოლქს, კოსოვოს შორის.

ბელგრადსა და პრიშტინას შორის დიალოგი, რომლის შუამავლობას ევროკავშირი სწევდა, ჩაიშალა შარშან მას მერე, რაც გავრცელდა ცნობები ორ ერთეულს შორის საზღვრების შეცვლის გარშემო, რასაც ფართო კრიტიკა მოჰყვა.

ნოემბერში კოსოვომ ას პროცენტიანი საბაჟო გადასახადი დააწესა სერბეთიდან შეტანილ საქონელზე. კოსოვოს პრემიერმა, რამუშ ჰარადინაიმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვლება, სანამ ბელგრადი კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს. თავის მხრივ, ბელგრადი აცხადებს, რომ კოსოვოსთან მოლაპარაკება არ იქნება, სანამ გადასახადები არ გაუქმდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG