Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრი ლანკაში სახის დამფარავი სამოსის ტარება აიკრძალა


შრი ლანკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ამ ქვეყანაში აიკრძალა სახის დამფარავი სამოსის ტარება. პრეზიდენტ მაიტრიპალა სირისენას გადაწყვეტილების მიზანია, გამარტივდეს მოქალაქეთა ვინაობის დადგენა ისლამისტების ძებნა ტერაქტების სერიის შემდეგ.

პრეზიდენტმა განმარტა, რომ ეს ზომა კანონის მიხედვით გათვალისწინებულია საგანგებო მდგომარეობის დროს.

21 ააპრილს შრი ლანკაში რვა აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც 250-მდე ადამიანი დაიხოცა. პასუხისმგებლობა მომხდარისთვის იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.

28 აპრილს დააკავეს მთავარი ეჭვმიტანილები. სულ დაკავებულია ასამდე პირი, მათ შორის სირიელები და ეგვიპტელები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG