Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IMF: სანქციების ფონზე, ირანში ინფლაციამ შესაძლოა 40 პროცენტს მიაღწიოს


საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, მიმდინარე წელს ირანის ეკონომიკა შესაძლოა ექვსი პროცენტით შემცირდეს, ინფლაცია კი 40 პროცენტს გაუტოლდეს, იმ ფონზე, როცა ირანი ცდილობს გაუმკლავდეს აშშ-ის მიერ დაწესებულ გამკაცრებულ სანქციებს.

ვაშინგტონმა ნოემბერში აღუდგინა სანქციები ირანის ნავთობის ექსპორტს, მას შემდეგ, რაც აშშ გამოეთიშა 2015 წელს მიღწეულ ბირთვულ ხელშეკრულებას.

XS
SM
MD
LG