Accessibility links

site logo site logo

მშენებლობის ნებართვების რაოდენობით პირველ სამეულში თბილისი, აჭარა და ქვემო ქართლი არიან


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში გაცემულია მშენებლობის 2052 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0,2%-ით ნაკლებია.

ამასთან, ნებართვა გაცემულია 1378,1 ათასი კვ.მ. ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7,8 %-თ მეტია.

ნებართვების 71,6% მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე - 50% თბილისზე, 11,1% აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და 10,5% ქვემო ქართლის რეგიონზე.

2019 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა კატეგორიის შენობა-ნაგებობების ასაშენებლად. ნებართვებში შედარებით დიდი წილით არის წარმოდგენილი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 40,5% თბილისზე, 12,6% კახეთზე და 7,9% ქვემო ქართლზე.

2019 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულია სულ 624,4 ათასი კვ.მ. ფართობის(წინა წელთან შედარებით 59,9%-ით მეტი) 619 ობიექტი(წინა წელთან შედარებით 14,2%-ით მეტი).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG