Accessibility links

site logo site logo

მამუკა ბახტაძე: ბინების განაწილების კრიტერიუმი ოჯახში ბავშვების რაოდენობა იქნება


მამუკა ბახტაძე

დღეს, მახათას მთაზე, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე სამხედრო უბნის პროექტს ჩაეყარა საფუძველი. ამხანაგობაში პირველ ეტაპზე 700 სამხედრო მოსამსახურე გაწევრიანდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, უახლოეს მომავალში მათ კიდევ 2000 ადამიანი დაემატება.

„რამდენიმე თვის წინ მე შეგპირდით, რომ ჩვენ დავიწყებდით ახალ პროგრამას ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ჩვენი ოფიცრებისთვის, რომ გაგვეუმჯობესებინა თქვენი სოციალური პირობები. დღეს სწორედ აქ ჩვენ ვიწყებთ მშენებლობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მისი განმარტებით, ბინების განაწილების კრიტერიუმი ოჯახში ბავშვების რაოდენობა იქნება:

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველაზე ღირსეულ შვილებს ჰქონდეთ ყველანაირი შესაძლებლობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი შვილი აღუზარდონ საქართველოს. აქედან გამომდინარე გადაწყვეტილებაც ასეთია, რომ ბინების განაწილების კრიტერიუმები იქნება დაფუძნებული ბავშვების რაოდენობაზე ოჯახში. თქვენ მეგობრებო საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავთ ჩვენს ქვეყანას, თქვენი დაფასება კი ჩვენი ვალია“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მახათაზე სამხედრო ქალაქში ბინის საფასურის 40%-ს სახელმწიფო დაფარავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG