Accessibility links

site logo site logo

ზელენსკი ოფიციალურად გამოცხადდა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად


უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოფიციალურად გამოაცხადა ვლადიმირ ზელენსკი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატად.

კომისიის თავმჯდომარე ტატიანა სლიპაჩუკმა 30 აპრილს განაცხადა, რომ 21 აპრილის კენჭისყრის შედეგად ზელენსკის ერგო 13 541 528 ხმა, რაც 73%-ზე მეტია. ხოლოდ მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოაგროვა 4 522 450 ხმა, 25%-ზე ნაკლები.

სლიპაჩუკის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობდა ელექტორატის 61,37%. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ მიუღია საჩივრები ისეთ მასშტაბურ დარღვევებზე, რომელთაც შესაძლოა, საეჭვო გაეხადათ არჩევნების შედეგი.

პრეზიდენტად ზელენსკის ინაუგურაცია ივნისის დასაწყისში გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG