Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის ტახტის მემკვიდრე ნარუჰიტო ქვეყნის იმპერატორი გახდა


იაპონიის ახალი იმპერატორი, ნარუჰიტო
იაპონიის ახალი იმპერატორი, ნარუჰიტო

იაპონიის ტახტის მემკვიდრე ნარუჰიტო ქვეყნის რიგით 126 იმპერატორი გახდა. 56 წლის ნარუჰიტომ შეცვალა 85 წლის მამა, აკიჰიტო, მისი გადადგომის რიტუალის დასრულების შემდეგ.

რიტუალი დაიწყო 30 აპრილს კაშიკოდოკოროს ტაძარში მისვლით, სადაც აკიჰიტომ ღმერთებს აუწყა გადადგომის შესახებ. ცერემონიამ კულმინაციას მიაღწია ადგილობრივი დროით, შუაღამეს, ახალ იმპერატორად ნარუჰიტოს ოფიციალურად გამოაცხადებით.

აკიჰიტოს მიენიჭა „საპატიო იმპერატორის“ წოდება, რაც არ უკავშირდება ოფიციალურ მოვალეობებს.

გადადგომის ცერემონიას დღის მეორე ნახევარში იმპერატორის სასახლეში დაესწრნენ იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე, პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეები და უზენაესი სასამართლოს წევრები.

აკიჰიტო 1989 წელს ავიდა, როგორც დასავლეთში უწოდებენ, ქრიზანტემის ტახტზე.

საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის შედეგებით, იმპერატორის ოჯახის მხარდაჭერა 80%-ს აღწევს, რაც ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აკიჰიტომ 2016 წელს გამოაცხადა, რომ გადადგომას აპირებს, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ აძლევს მოვალეობების სათანადო შესრულების საშუალებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG