Accessibility links

site logo site logo

რუსეთი მოქალაქეობის მიღებას უადვილებს უკრაინიდან დევნილებს


Сдача ЕГЭ по русскому языку в Новосибирске

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთის მოქალაქეობის მიღების გაადვილების თაობაზე უკრაინიდან დევნილებისთვის, რომლებიც 2014 წელს ცხოვრობდნენ დონბასში. ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია კრემლის ვებსაიტზე.

პუტინის ბრძანებულება მოქალაქეობის მოთხოვნის უფლებას ანიჭებს უკრაინელებს, რომლებიც დონბასში ცხოვრობდნენ სამხედრო კონფლიქტის დაწყებამდე. ასეთი მოქალაქეების რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ვარაუდია. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აპრილში განაცხადა, რომ მათი რიცხვი 77 ათასია. მანამდე კი ფედერაციის საბჭოში აცხადებდნენ, რომ რუსეთს 2,5 მილიონმა უკრაინელმა მიაშურა კონფლიქტის ზონიდან.

დონბასის მცხოვრებთა გარდა პუტინმა მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების უფლება მიანიჭა ავღანეთის, ერაყის, იემენისა და სირიის მოქალაქეებს, რომლებიც რსფსრ-ს ტერიტორიაზე დაიბადნენ და ადრე სსრკ-ს მოქალაქეები იყვნენ. იგივე ეხება მათ შვილებს, მეუღლეებსა და მშობლებს.

გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობის მიღების უფლება ენიჭებათ ასევე საბჭოთა პერიოდში ყირიმიდან დეპორტირებულებსა და მათ ახლო ნათესავებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG