Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იკერ კასილასი გულის შეტევით საავადმყოფოში მოათავსეს


პორტოს 37 წლის მეკარე, იკერ კასილასი გულის შეტევით საავადმყოფოში მოათავსეს.

პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, ესპანეთის ნაკრების ყოფილ კაპიტანს გულის შეტევა ვარჯიშის დროს დაემართა.

ფეხბურთელს ოპერაცია უკვე გაუკეთეს. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იკერ კასილასი 1999 წლიდან 2015 წლამდე მადრიდის რეალში თამაშობდა. ესპანურ კლუბთან ერთად სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 5-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ორჯერ კი უეფას სუპერთასის მფლობელი.

ესპანეთის ნაკრების კაპიტნის რანგში 2010 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, 2008 და 2012 წლებში კი ევროპის ჩემპიონი.

კასილასი 2015 წლიდან პორტოში ირიცხება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG