Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის სენატში გაიმართა გენერალური პროკურორის მოსმენა მიულერის ანგარიშთან დაკავშირებით


უილიამ ბარი

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელი იცავს საკუთარ პოზიციას სპეცპროკურორ რობერტ მიულერის საბოლოო ანგარიშთან დაკავშირებით. მიულერი იძიებდა, ჰქონდათ თუ არა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მისი გუნდის წევრებს რუსეთთან გარიგება.

სამინისტროს ხელმძღვანელი, გენერალური პროკურორი უილიამ ბარი სენატის იურიდიულ კომიტეტში გამოჰკითხეს 1 მაისს. დემოკრატები ცდილობენ ხაზი გაუსვან შეუსაბამობებს მიულერის ანგარიშის ბარისეულ ინტერპრეტაციას.

ბარის მოსმენამდე კონგრესის კიდევ ერთმა კომიტეტმა გამოაქვეყნა მიულერის მიერ ბარისადმი მიწერილი წერილი, რომელშიც მიულერი ჩივის, რომ ბარის ტექსტი მთლიანად ვერ ასახავს მიულერის გუნდის დასკვნების „კონტექსტს, ხასიათსა და არსს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG