Accessibility links

site logo site logo

პარიზში ორმოცამდე ადამიანი დაშავდა მშრომელთა დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაციის დროს


პარიზში პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს მას შემდგე, რაც დემონსტრანტებმა ქვები დაუშინეს

38 ადამიანი, მათ შორის 14 პოლიციელი დაშავდა პარიზში, საპირველმაისო დემონსტრაციის მონაწილეებისა და სამართალდამცავების შეტაკების შედეგად.

სააგენტო „ფრანს პრეს“-ის ინფორმაციით დაკავებულია 380 პირი.

მშრომელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის დროს, ანტიკაპიტალისტური დაჯგუფების „შავი ბლოკის“ წარმომადგენლებმა შეძახილებით: "პოლიციელები ყველას სძულს," მონპარნასის ბულვარზე სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის კრისტოფ კასტანერის განცხადებით, ვანდალები თავს დაესხნენ პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოსაც, სადაც დაჭრეს კლინიკის თანამშრომლები და მათ დასახმარებლად მისული პოლიციელი.

საპირველმაისო დემონსტრაციების გამო, პარიზში მობილიზებული იყო 7400 პოლიციელი. გადაკეტილი იყო თანხმობის მოედნისა და ელისეს მინდვრებისკენ მიმავალი გზები.

პარიზისგან განსხვავებით, დემონსტრაციები მშვიდობიანი იყო საფრანგეთის სხვა ქალაქებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სულ აქციებში მონაწილეობდა 164 ათასამდე ადამიანი, მათგან 28 ათასი პარიზში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG