Accessibility links

site logo site logo

„ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ლივერპული“ დაამარცხა


საპასუხო მატჩი ლივერპულში 7 მაისს გაიმართება.

ესპანეთის „ბარსელონამ“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზურის მოსაპოვებლად უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა - კატალონიელებმა 1 მაისს, ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში, „ნოუ კამპზე“ „ლივერპულს“ უმასპინძლეს და 3:0 დაამარცხეს, ლიონელ მესის დუბლით და ლუის სუარესის ერთი გოლით.

საპასუხო მატჩი ლივერპულში 7 მაისს გაიმართება. 8-ში კი ლიგის მეორე ფინალისტი გამოვლინდება, ამსტერდამის „აიაქსისა“ და ლონდონის „ტოტენჰემის“ დაპირისპირებაში. ამ გუნდების პირველი თამაში ინგლისში ჰოლანდიელებმა მოიგეს - 1:0.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG