Accessibility links

site logo site logo

გიორგი გახარია: პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობას სისტემური ხასიათი აქვს


პოლიციის რეპუტაცია ყველამ ერთად უნდა დავიცვათ, - განაცხადა შს მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, გიორგი გახარიამ 2 მაისს, პარლამენტის სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში გამოსვლისას.

მისი თქმით, პოლიციისა და პოლიციელების დისკრედიტაციის მცდელობები კამპანიურ ხასიათს იღებს, რაც დაუშვებელია საზოგადოების დღევანდელი და სამომავლო ინტერესების გათვალისწინებით.

„სისტემური ხასიათი მიიღო, სამწუხაროდ, პოლიციისა და პოლიციელის დისკრედიტაციის მცდელობამ. ამ საკითხში კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, ეს იღებს კამპანიურ ხასიათს და, რა თქმა უნდა, აქაც ყველამ ერთად უნდა გავიხსენოთ, რომ პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს და, რა თქმა უნდა, პოლიციის რეპუტაციას უნდა გავუფრთხილდეთ ყველა.

რამეთუ ეფექტური პოლიცია და მართლწესრიგი არის თითოეული მოქალაქის დღევანდელ და მისი მომავლის ინტერესებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG