Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იმედის" ყოფილი პროდიუსერი ამბობს, რომ სამსახურიდან აზრის გამოხატვის გამო დაითხოვეს


ტელეკომპანია "იმედი"
ტელეკომპანია "იმედი"

ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი პროდიუსერი მაია სტეფნაძე არხის ხელმძღვანელებს ბრალს სდებს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს აზრის გამოხატვის გამო. კერძოდ, იმისთვის, რომ სოციალურ ქსელში გააკრიტიკა ხელისუფლების მიერ პანკისის ხეობაში სპეცრაზმის გამოყენება და სიტყვით გამოვიდა პანკისელთა მხარდამჭერ აქციაზე.

სტეფნაძე აცხადებს, რომ თავისი უფლებებისთვის იბრძოლებს. ​„მე კარგად ვიცი, რომ ჩემი ბრძოლა არ იქნება მარტივი, რომ წინ მაქვს ათასგვარი ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ტალღა, მაგრამ ამ ბრძოლას ვიწყებ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში შევქმნა პრეცენდენტი, რომ ამ ქვეყანაში ვერასდროს ვერავინ გაბედოს აზრის გამოხატვის გამო რიგითი თანამშრომლის გაშვება სამსახურიდან. მე მინდა, რომ სხვებს მივცე მაგალითი. არ შეიძლება 21-ე საუკუნეში, რაც არ უნდა ხელისუფლებას დაქვემდებარებულ სტრუქტურაში მუშაობდე, ეს გაგიბედოს ვინმემ და მითუმეტეს გაუვიდეს” - წერს მაია სტეფნაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

„როდესაც ჟურნალისტს საკუთარი გამოხატვის გამო სამსახურიდან ათავისუფლებენ, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ინტერესის საგანი. ჩვენ შევეცდებით, გავარკვიოთ, რეალურად რა მოხდა. მეტი დეტალი ამ წუთას არ გვაქვს, რაც თავად მაია სტეფნაძემ თქვა. ჩემი აზრით, ეს არის სრულიად მიუღებელი და წარმოუდგენელი, როდესაც შეიძლება გამოხატვის თავისუფლება არ დაიცვას თავად მედიასაშუალებამ,“ - განაცხადა „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა.

მაია სტეფნაძე „იმედის“ გადაცემის, "სხვა რა­კურ­სი გია ჯა­ჯა­ნი­ძეს­თან ერთად" პროდიუსერი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG