Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის ლიდერი: ევროკავშირმა მეტი უფლებამოსილება უნდა მისცეს ცალკეულ წევრებს


ცენტრალური ევროპის ქვეყნებს, რომლებიც ბოლო 15 წლის განმავლობაში შეუერთდნენ ევროკავშირს, სურთ ბლოკმა მეტი უფლებამოსილება დაუბრუნოს ცალკეულ სახელმწიფოებს - აცხადებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი, რითიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ევროკავშირში დასავლეთის და აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის უთანხმოების გამომწვევ საკითხებს.

მორავეცკიმ 1 მაისს განაცხადა, სადაც აუცილებელი არ არის, ევროკავშირმა წევრ ქვეყნებს საშუალება უნდა მისცეს თავიანთი კომპეტენციით იმოქმედონო. "ამას ერთიანი ცენტრალური ევროპული ხმით ვამბობთ" - უთხრა მორავეცკიმ ჟურნალისტებს ვარშავაში, რეგიონის ქვეყნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მეთხუთმეტე წლისთავის აღსანიშნავი, ერთდღიანი ღონისძიების ბოლოს.

პოლონეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, სლოვაკია, სლოვენია, კვიპროსი და მალტა ევროკავშირში 2004 წლის 1 მაისს გაწევრიანდნენ, რაც ბლოკის ისტორიაში ყველაზე დიდი გაფართოების ეტაპი იყო. ვარშავაში გამართულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ მოგვიანებით გაწევრიანებული სახელმწიფოების, ბულგარეთის, რუმინეთის და ხორვატიის ლიდერები.

30 აპრილს მორავეცკიმ სტატიაც გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ ევროკავშირი დემოკრატიის დაზიანების საფრთხეს ქმნის თავისი ინტეგრირების პოლიტიკით, და ამ მიდგომას "სახიფათოდ მცდარი" უწოდა. მორვეცკი ასევე ამბობს, რომ ეწინააღმდეგება ევროპის "მულტისიჩქარის" სტრატეგიას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში ცალკეულ ჯგუფებს საშუალებას მისცემს პოლიტიკის კონკრეტულ სფეროებში მჭიდროდ ითანამშრომლონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG