Accessibility links

site logo site logo

მელიამ გახარია დაადანაშაულა ბოროტმოქმედებთან თანამშრომლობაში


ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, პოლიციის დისკრედიტაციას აწარმოებს არა ოპოზიცია, როგორც ამას შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, არამედ ხელს უწყობს თავად გიორგი გახარია.

„არა უბრალოდ უწყობთ ხელს, არამედ უშუალოდ თანამშრომლობთ კრიმინალებთან და ეს ყველაფერი დადასტურდა ზუგდიდშიც და მხოლოდ ერთი სახელი და გვარი ხვიჩა ცხაკაია საკმარისია, რომელზეც თავი გამოისულელეთ და თქვით, რომ არ გსმენიათ. არადა, პირადად ხართ შეხვედრილი“ - მიმართა მელიამ გახარიას, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უსმენენ „მინისტრის საათის“ ფორმატით.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, გიორგი გახარია იმ უწყების ხელმძღვანელია, რომელიც „რემენას“ აეროპორტში ხვდება და ლავასოღლის ათავისუფლებს.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ ბედავთ საერთოდ, ლაპარაკს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე სხვა ახდენს პოლიციის დისკრედიტაციას. უნამუსო ადამიანის გარდა, ამას ვერავინ ვერ იკადრებდა, მაგრამ თქვენ ხართ ასეთი ადამიანი და მრავალჯერ დაგიმტკიცებიათ“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

მის გამოსვლას მოჰყვა უმრავლესობის დეპუტატების უკმაყოფილო შეძახილები, რასაც მელია რეპლიკებით უკვე მიკროფონის გარეშე, ფეხზე წამომდგარი პასუხობდა.

„ბატონო ნიკა, მერამდენედ აწყობთ პროვოკაციას?!“ - მიმართა ნიკა მელიას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG