Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათეულობით აქტივისტი დააკავეს პირველი მაისის დემონსტრაციაზე თეირანში


ირანის პოლიციამ ათეულობით მშრომელთა უფლებების დამცველი და სულ მცირე, ორი ჟურნალისტი დააკავა პირველ მაისის, თეირანში ცენტრში.

რადიო თავისუფლებას თვითმხილველებმა ამცნეს, რომ სულ მცირე, 35 დემონსტრანტი, უმეტესად თეირანის ავტობუსის მძღოლთა პროფესიული კავშირის წევრები დააკავეს პარლამენტის შენობასთან. ცნობით, ზოგიერთი დემონსტრანტი პოლიციელმა ძირს დასცა და სცემა.

სოციალური მედიით გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერებზე ჩანს, როგორ გაიძახიან დემონსტრანტები ლოზუნგებს სიძვირის და მზარდი ინფლაციის წინააღმდეგ. დემონსტრანტების მოთხოვნაა ასევე დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნის უფლება.

პოლიციის მიერ დემონსტრაციის ძალით დაშლის ფონია ამნესტი ინტერნეშენელის მოწოდება ირანის ხელისუფლებისადმი, გაათავისუფლოს მშრომელთა უფლებების ყველა დაკავებული დამცველი, რომლებიც „თვითნებურად არიან დაკავებული მშვიდობიან დემონსტრაციებსა და გაფიცვებში მონაწილეობისთვის".

ირანში ეკონომიკური კრიზისი გაუარესდა მას მერე, რაც აშშ-მა კვლავ დაუწესა თეირანს სანქციები მსოფლიოს სახელმწიფოებთან ირანის მიერ მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან ვაშინგტონის გასვლის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG