Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ დაუშვა ვენესუელაში სამხედრო ძალის გამოყენება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ დაუშვა ვენესუელაში სამხედრო ძალის გამოყენება იმ შემთხვევაში, თუკი ამ ქვეყანაში მოვლენების განვითარება სხვა შესაძლებლობას არ დატოვებს. ამასთან, პომპეომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვენესუელაში ვითარების სამშვიდობო მოგვარებისთვის ვაშინგტონი ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენებას აპირებს.

სახელმწიფო მდივანი დარწმუნებულია, რომ ვენესუელის ძალოვან სტრუქტურებში უკვე მუშაობს რუსეთის ასობით სპეციალისტი. პომპეოს თქმით, მას მერე, რაც ვენესუელაში კუბელი სამხედროები შეიჭრნენ, რუსეთის მხარემ მათ მაგალითს მიმართა. ვაშინგტონს არ სურს დაუშვას, რომ ქვეყნებს, რომლებსაც აშშ-ისთვის საფრთხის შექმნა სწადიათ, დასაყრდენი პუნქტი ჰქონდეთ მისი ტერიტორიიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში, აღნიშნა პომპეომ.

მარტში ვენესუელაში რუსეთის ასამდე სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა. მოსკოვმა და კარაკასმა განაცხადეს, რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში მანამდე მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციაში, რუსეთის სამხედრო ბაზის შექმნაზე კი ჯერჯერობით არაა ლაპარაკი. მაგრამ აშშ-ში ეს ნაბიჯი მწვავედ გააკრიტიკეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG