Accessibility links

site logo site logo

თურქეთი ერთბაშად ვერ იტყვის უარს ირანის ნავთობზე


თურქეთი აცხადებს, რომ შეუძლებელი იქნება ნავთობის იმპორტის სწრაფად დივერსიფიცირება, რასაც ანკარას აიძულებს აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის გადახედვისკენაც თურქეთი ვაშინგტონს მოუწოდებს.

21 აპრილს აშშ-მა განაცხადა, რომ არ აპირებს გამონაკლისის სახით სანქციების გვერდის ავლით ნება დაერთოს ზოგიერთ ქვეყანას, შეისყიდონ ირანის ნავთობი, თეირანისთვის შემოსავლის მთავარი წყარო.

„ჩვენ მოკლე დროში შეუძლებლად მიგვაჩნია ნავთობის მთელი იმპორტის დივერსიფიცირება“, - განუცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებს.

ამასთან ანკარა აღნიშნავს, რომ გასულ წელს ქვეყანა გათავისუფლდა ირანის ადრეულ ნავთობზე მძიმე დამოკიდებულებისაგან, რაც დღეში შეადგენდა 1 მილიონ ბარელს. მაგრამ თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს სჭირდებათ სერიოზული ინვესტიციები ახალი ტექნოლოგიებისათვის, სხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ნავთობის გადასამუშავებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG