Accessibility links

site logo site logo

ნუკრი ქანთარია 8 მარტის უქმე დღის გაუქმების და “სამშობლოს დღის“ დაწესების ინიციატივით გამოდის


„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნუკრი ქანთარია ქალთა საერთაშორისო დღის - 8 მარტის, როგორც უქმე დღის გაუქმებისა და 14 მაისის “სამშობლოს დღედ“ გამოცხადების ინიციატივით გამოდის.

„შრომის კოდექსში“ ცვლილებების პროექტს ის პარლამენტს 6 მაისის ბიუროს სხდომაზე წარუდგენს.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათში მიუთითებს ნუკრი ქანთარია, 14 მაისი საქართველოს გაერთიანებისა და ეროვნული მუხტის გაღვივების თარიღად უნდა იქცეს:

„დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია, როცა განელებულია პატრიოტული სულისკვეთება და ქვეყნის ისტორიისადმი ცოდნის ინტერესი, აქტიური მუშაობა უნდა წარიმართოს საქართველოს გაერთიანებისა და ეროვნული მუხტის კონსოლიდაციისათვის:

"თამარის ხსენების დღე - 14 მაისი ეროვნულ დღესასწაულად - სამშობლოს დღედ - უნდა გამოცხადდეს და მასშტაბურად აღინიშნოს ყველა დიდ ქალაქსა და მუნიციპალურ ცენტრში, აგრეთვე უცხო ქვეყნებში მოქმედ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

ეს დღე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის იქნება, რაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს გაძლიერების და შემდგომი გამარჯვებების საფუძველი გახდება. ამასთან, ყოველ წელს ამ დღესასწაულის ცენტრი უნდა იცვლებოდეს და აქცენტი გაკეთდეს ერთ კონკრეტულ მუნიციპალიტეტზე ან რეგიონზე, სადაც მოხდება სამშობლოს დღის განსაკუთრებულად აღნიშვნა მოსახლეობისა და ქვეყნის ხელისუფლების მიერ”.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG