Accessibility links

site logo site logo

უკრაინის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღი კვლავაც გაურკვეველია


უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, „ვერხოვნა რადას“ თავმჯდომარის მოადგილის, ირინა გერაშჩენკოს თქმით, უკრაინის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, კანონმდებლები პარლამენტის მომდევნო სესიაზე გაარკვევენ. „დარწმუნებული ვარ, რომ დადგენილება ინაუგურაციის დღის დანიშვნაზე მიღებული იქნება, პირველსავე სასესიო კვირაში, რომელიც 14 მაისს დაიწყება“, - განაცხადა გერაშჩენკომ 3 მაისს დამოუკიდებელ ტელეარხ „პრიამისთან“ ინტერვიუში.

ვიცე-სპიკერის თქმით, "ვერხოვნა რადა" არ დაარღვევს კანონს ისეთ მნიშვნელოვანზე საკითხზე, როგორიც პრეზიდენტის ინაუგურაცია.

ამასთან, სახალხო დეპუტატმა სერგეი მიშჩენკომ უკრაინის პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა დადგენილების პროექტი, რომლის თანახმად ახლადარჩეულმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფიცი 19 მაისს უნდა დადოს.

უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს არაუგვიანეს 30 დღისა მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები ოფიციალურ ბეჭდურ გამოცემაში გამოქვეყნდება.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 აპრილს გაიმართა. მასში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა შოუმენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მას ერგო ხმების 73,22%-ი, მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს 25,45%-ი.

საპარლამენტო გამოცემა „უკრაინის ხმაში“ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგი 3 მაისს გამოქვეყნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG