Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი: ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვულ სფეროში გარიგება მაინც მოხდება


დონალდ ტრამპისა (მარცხნივ) და კიმ ჩენ ინის შეხვედრა ჰანოიში. 2019 წ. 27 თებერვალი.
დონალდ ტრამპისა (მარცხნივ) და კიმ ჩენ ინის შეხვედრა ჰანოიში. 2019 წ. 27 თებერვალი.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, მას კვლავაც სჯერა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვულ სფეროში გარიგება მოხდება მიუხედავად იმისა, რომ ფხენიანმა ზღვაში რამდენიმე მოკლე რადიუსის რაკეტა გაისროლა თავის აღმოსავლეთ სანაპიროსთან.

„ამ ძალიან საინტერესო სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კიმ ჩენ ინს სრულად აქვს გააზრებული ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკური პოტენციალი და მე არაფერს მოვიმოქმედებ - არც ჩავერევი და არც შევწყვეტ მას,“ დაწერა ტრამპმა 4 მაისს ტვიტერით.

აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა: „ასევე მან იცის, რომ მის გვერდით ვარ და მას არ სურს დაარღვიოს ჩემთვის მოცემული პირობა. გარიგება მოხდება!“

შაბათს ჩრდილოეთმა კორეამ ტაქტიკური რაკეტის გამოცდა ჩაატარა ქალაქ ვონსანის რაიონში და რამდენიმე რაკეტა გაისროლა იაპონიის ზღვის მიმართულებით.

აპრილის შუა რიცხვებში კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი კიმ ჩენ ინი დაესწრო ახალი ტიპის „ტაქტიკური დანიშნულების მართული რაკეტის“ გამოცდას. როგორც ამერიკელი ექსპერტები ვარაუდობენ, ამ გამოცდებს ფხენიანი ვაშინგტონზე ზეწოლისთვის იყენებს კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის თაობაზე უშედეგო მოლაპარაკებების ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG