ირანმა ყველა თავისი რესურსის მობილიზება მოახდინა ნავთობის „ჩრდილოვან ბაზარზე“ გასაყიდად და აშშ-ის სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, რომლებსაც თეირანი უკანონოდ მიიჩნევს, განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრის მოადგილემ, ამირ ჰოსეინ ზამანინიამ 5 მაისს. მისი კომენტარი მოჰყვა აშშ-ის განცხადებას, რომ გადაწყვიტა არ გააგრძელოს მოქმედი გამონაკლისი, რომელიც იმპორტიორებს საშუალებას აძლევდა შეესყიდათ ირანის ნავთობი აშშ-ის სანქციებით დასჯის გარეშე. აშშ-მა კვლავ შემოიღო მკაცრი სანქციები, მას შემდეგ რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოვიდა ირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმებიდან.
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის სანქციების გვერდის ავლით "ჩრდილოვან ბაზარზე" გაყიდის ნავთობს
ყველაზე პოპულარული
1