Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-სა და თალიბანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება შეჩერდა რამადანის თვის პირველი დღის აღნიშვნის გამო


აშშ-ის წარგზავნილი თალიბანთან მოლაპარაკებაზე, ზალმაი ხალილზადი
აშშ-ის წარგზავნილი თალიბანთან მოლაპარაკებაზე, ზალმაი ხალილზადი

სამშვიდობო მოლაპარაკება აშშ-ისა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის დოჰაში, ყატარში შეჩერდა 6 მაისს რამადანის დაწყების აღნიშვნის გამო.

მხარეები აშკარა უთანხმოებაში არიან გადამწყვეტი პუნქტის, ავღანეთიდან უცხო სახელმწიფოების ჯარის შესაძლო გაყვანის გამო.

გასულ კვირაში მხარეებს მოლაპარაკების მეექვსე რაუნდი ჰქონდათ. შეხვედრების მიზანია ავღანეთში 18 წლიანი, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგძლივი ომის დასრულება. თალიბანი აცხადებს, რომ მოლაპარაკება წინ არ მიდის.

თალიბანის პოლიტიკურმა წარმომადგენელმა, სუჰაილ შაჰიდმა ტვიტერით განაცხადა, რომ მოლაპარაკება შეჩერდა მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის პირველი დღის გამო, მაგრამ შეხვედრები მალე გაგრძელდება.

ფრანსპრესს, 5 მაისს, გვიან, შაჰიდმა უთხრა, რომ მოლაპარაკება ჩიხში შევიდა უცხოეთის ჯარების ავღანეთიდან გაყვანის საკითხის გამო. სანამ გაყვანაზე დათანხმდება, ვაშინგტონი მოითხოვს უსაფრთოხების გარანტიას, ცეცხლის შეწყვეტას და სხვა დაპირებებს, მათ შორის „შიდა ავღანურ დიალოგს“, ქაბულის მთავრობასა და ავღანეთის სხვა წარმომადგენლებთან.

თალმიბანი აცხადებს, რომ ამ ნაბიჯებს არ დადადგამს, სანამ აშშ ჯარის გაყვანის თარიღს არ გამოაცხადებს.

გასულ კვირაში, ქაბულში გამართული ფართო სამშვიდობო თავყრილობის დროს ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ თალიბანს ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა რამადანის პირველ დღეს, მაგრამ უარი მიიღო თალიბებისგან.

XS
SM
MD
LG