Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქეთევან ციხელაშვილი პანკისელებს შეხვდა


პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მოსახლეობასთან შესახვედრად ჩავიდა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

მოლაპარაკებების თემა 21 აპრილის მომხდარი ინციდენტი და ხეობაში ჰიდრო ელექტრო სადგურის დაგეგმილი მშენებლობა იყო. შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად უხუცესები და ქალთა საბჭოს წევრებიც ესწრებოდნენ.

პანკისელების მთავარი კითხვა უცვლელია - როგორ გადაწყდება ჰესის მშენებლობის საკითხი. „როცა ჰესის მშენებლობა პირდაპირ ეხება ჩვენს ცხოვრებას, რატომ არ ითვალისწინებს ამას მთავრობა და რატომ მოდის ჩვენთან ტყვია წამლით, რატომ გვარბევენ?“, - ასეთი იყო ადგილობრივების მთავარი სათქმელი.

„ეს იყო კონსტრუქციული შეხვედრა. მზაობა, რომ დიალოგი გაგრძელდეს, არსებობს. თუმცა, იმ საკითხების განსახილველად, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და რაც პანკისის ხეობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, კომუნიკაცია უნდა გააქტიურდეს. ამ გზას ალტერნატივა არ გააჩნია. აბსოლუტურად დაუშვებელია ძალადობა და ის, რაც საუბედუროდ 21 აპრილს ხეობაში მოხდა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს ახალი ეტაპის დასაწყისია და იმედს გამოთქვამს, რომ დიალოგი უფრო ინტენსიური გახდება ყველა დაინტერესებულ პირთან, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG