Accessibility links

site logo site logo

ერდოანი მიესალმა სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა დემოკრატიის განმტკიცებისკენ გადადგმული „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა წინა დღით თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ დადგენილებას, 31 მარტის სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ.

31 მარტს ჩატარებული მუნიციპალური არჩევნების შედეგად, სტამბოლში გაიმარჯვა ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა, ექრემ იმამოღლუმ. მან თითქმის 15 ათასი ხმით მოუგო მმართველი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ კანდიდატს, თურქეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბინალი ილდირიმს.

პრეზიდენტ ერდოანის პარტიამ დარღვევების საბაბით არჩევნების შედეგი გაასაჩივრა. 6 მაისს, თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგი ბათილად ცნო. განმეორებითი არჩევნები 23 ივნისს ჩატარდება.

„ჩვენ ვაფასებთ ამ გადაწყვეტილებას, როგორ საუკეთესო ნაბიჯს, რაც განამტკიცებს ჩვენს ნებას, გადავჭრათ პრობლემები დემოკრატიისა და კანონიერების ჩარჩოებში“, - განაცხადა 7 მაისს ეროდანმა ქვეყნის პარლამენტში, მმართველი პარტიის წევრებთან შეხვედრის დროს.

ევროკავშირმა თურქეთის საარჩევნო კომისიას მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაასაბუთოს სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება.

ოპოზიციურმა „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ განაცხადა, რომ სისტემა, რომელიც არ ცნობს ხალხის ნებას და უგულებელყოფს კანონს, არადემოკრატიული და არალეგიტიმურია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG