Accessibility links

site logo site logo

დები საუდის არაბეთიდან: ვტოვებთ საქართველოს


საუდის არაბეთიდან დევნილი დები საქართველოს ტოვებენ. ინფორმაცია მათ ამის შესახებ twitter-ზე გაავრცელეს.

“ვტოვებთ საქართველოს. ახალ ქვეყანაში მივდივართ ახალი ცხოვრების დასაწყებად. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც გვეხმარებოდა.” - დაწერეს მათ 7 მაისს ნაშუადღევს Twitter-ის იმ ანგარიშზე, სადაც დახმარებას ითხოვდნენ.

მაჰა და ვაფა საუდის არაბეთიდან საკუთარ ოჯახს გამოექცნენ და საქართველოში დროებით იმყოფებოდნენ იმ დროის განმავლობაში, სანამ მესამე ქვეყანაში იპოვიდნენ თავშესაფარს. საქართველოში ისინი თურქეთიდან შემოვიდნენ, თუმცა ამბობდნენ, რომ აქ დიდხანს ვერ დარჩებოდნენ, ვინაიდან მათ ოჯახს შეეძლო მათი პოვნა და თუკი ოჯახის წევრები იპოვიდნენ, მათ კვლავ დაემუქრებოდათ საფრთხე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG