Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიამ კუბლაშვილი: მაჩალიკაშვილების დაკავების საფუძველი არ არსებობს


მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ამბობს, მორის და მალხაზ მაჩალიკაშვილების დაკავების საფუძველი, იმ მასალებიდან გამომდინარე რაც მან იხილა, არ არსებობს.

რადგან მასალა გასაიდუმლოებულია, ადვოკატს დეტალებზე საუბრის უდლება არა აქვს.

„ხმამაღლა და ღიად შემიძლია განვაცხადო, რომ არც მორის მაჩალიკაშვილის და არც მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობს და არც იარსებებს. დანაშაულის ნიშნების არ არსებობს“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს არ ყოფილა მოწმედ დაბარებული სუს-ში, რადგან მალხაზ მაჩალიკაშვილი შესაძლოა გამხდარიყო შეუძლოდ, რამადანის გამო კი არ მიიღებდა მედიკამენტებს.

"ჩვენ დავტოვეთ შუამდგომლობა, რომ თუ საჭირო და გადაუდებელი გახდა მისი აქ მოყვანა, ერთი საათით მოვიდეს“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილმა - მორის ჰუსეინ მაჩალიკაშვილმა, სუს-ის შენობა, სადაც ის გამოკითხვაზე იმყოფებოდა, უკვე დატოვა. სამართალდამცავებმა ის იმ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განოკითხეს, რაც 7 მაისს გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილს სუს-ი ტერორისტული აქტის მომზადებასა და ადამიანების ლიკვიდაციის დაგეგმვაში ადანაშაულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG