Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ღამის მგლებს“ პრაღაში მომხრეები და მოწინააღმდეგეები დახვდნენ


ევროპაში მორიგი მოტოგარბენის მონაწილე რუსულ ბაიკერთა კლუბ „ღამის მგლების“ წევრებმა სამშაბათს გადაკვეთეს გერმანიის საზღვარი, რათა 9 მაისს გერმანიაში ჩავიდნენ. ამის შესახებ საკუთარი საშუალებით ინფორმაცია გაავრცელა „ღამის მგლების“ ლიდერმა ალექსანდრ ზალდოსტანოვმა (ქირურგმა). თავად იგი მოტოგარბენში მონაწილეობას არ ღებულობს, რადგან აკრძალული აქვს ევროკავშირში შესვლა.

როგორც ზალდოსტანოვი წერს, „ღამის მგლების“ დაახლოებით ასამდე წარმომადგენელი 7 მაისს ჩავიდა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, სადაც ოლშანსკის სასაფლაოზე ყვავილებით შეამკეს წითელი არმიის ჯარისკაცების საფლავები.

აქციაში მონაწილეობას ღებულობდა ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატი იაროსლავ ფოლდინი, რომელიც ცნობილია კრემლის მხარდამჭერი პოზიციით. ამასთან რამდენიმე ათეულმა ადამიანმა სასაფლაოს შესასვლელთან გააპროტესტა „ღამის მგლების“ ვიზიტი, როგორც დასავლეთის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილი. დემონსტრანტებს ხელთ ეპყრათ ნატოს, აშშ-ის და ევროკავშირის დროშები. ამას გარდა აქტივისტებს გამოფენილი ჰქონდათ დიდი პლაკატი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჰიტლერმა და სტალინმა ერთად დაიწყეს მეორე მსოფლიო ომი.

ჩეხეთის პოლიციამ მოახერხა „ღამის მგლების“ და მათი მოწინააღმდეგის შეტაკების თავიდან აცილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG